შინაარსზე გადასვლა
სახელმძღვანელო

როგორ მუშაობს ონლაინ ჩექინი სასტუმროში

ონლაინ ჩექინის დროს სტუმარი რეგისტრაციას ჩამოსვლამდე, საკუთარი ტელეფონიდან გადის. აქ ნაბიჯ-ნაბიჯ წერია, რას აკეთებს სტუმარი და რას ხედავს ამ დროს მიღება.


1. ჯავშანი შემოდის

ჯავშანი თქვენი PMS-იდან ან არხების მენეჯერიდან ავტომატურად შემოდის, ან მას მიღება თავად ამატებს. თითოეულ ჯავშანს თავისი ჩექინის ბმული აქვს, ასე რომ Booking.com-ით, Airbnb-ით თუ ტელეფონით დაჯავშნილ სტუმარს ერთი და იგივე გზა აქვს.

2. სტუმარი იღებს ბმულს

სტუმარი იღებს პირად ბმულს ან QR კოდს. ის ბრაუზერში იხსნება, ნებისმიერ ტელეფონზე, ქართულად, ინგლისურად ან რუსულად. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ანგარიშის შექმნა არ სჭირდება.

3. პასპორტის სკანირება

სტუმარი ტელეფონის კამერით ასკანერებს პასპორტს ან პირადობას. სისტემა დოკუმენტის ქვედა ზოლს (MRZ) კითხულობს და სახელს, დოკუმენტის ნომერს, მოქალაქეობასა და დაბადების თარიღს თავად ავსებს. სტუმარი მხოლოდ ამოწმებს, რომ ყველაფერი სწორად წაიკითხა.

თუ ოთახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, თითოეულს შეუძლია საკუთარი დოკუმენტი საკუთარი ტელეფონიდან დაამატოს.

4. ხელმოწერა და გადახდა

სტუმარი ეკრანზე ხელს აწერს სარეგისტრაციო ბარათს. თუ ონლაინ გადახდა ჩართული გაქვთ, შემდეგ იხდის დარჩენილ თანხას ან დეპოზიტს ბარათით. ბარათის მონაცემები ჩვენს სერვერებზე არ ხვდება, გადახდას გადახდის პროვაიდერი ამუშავებს.

ორივე ნაბიჯი არჩევითია. თუ ხელმოწერა ან გადახდა მიღებაზე გირჩევნიათ, მათ გამორთავთ და ჩექინი მათ გარეშე სრულდება.

5. გასაღები

თუ ჭკვიანი საკეტი ან Key Box გაქვთ, სტუმარი კარის კოდს ავტომატურად იღებს, თქვენი წესის მიხედვით: მაშინვე ან ჩამოსვლის დღეს. თუ გასაღებს ხელით გასცემთ, სტუმარი ამასაც ხედავს და იცის, სად მივიდეს.

რას ხედავს მიღება

ადმინ პანელის ჩამოსვლების დაფაზე სტუმრები სამ სვეტად არიან დალაგებული: ვის სჭირდება ყურადღება, ვინ არის პროცესში და ვინ დაასრულა. ბარათზე მიზეზიც წერია, მაგალითად, რომ სტუმარი პასპორტის ნაბიჯზე გაჩერდა. ასე მიღება მხოლოდ იმას უკავშირდება, ვისაც მართლა დახმარება სჭირდება.

რას იგებს სასტუმრო

მიღებაზე რიგი აღარ დგება, მონაცემები ხელით აღარ გადაიწერება და შეცდომაც ნაკლებია. წინასწარ გადახდილი სტუმარი ბოლო წუთს უფრო იშვიათად აუქმებს ჯავშანს. სტუმარი კი ოთახში უფრო მალე ხვდება.

წაიკითხეთ ასევე

დააბრუნეთ სტუმართმასპინძლობა წინა პლანზე

თანამედროვე სტუმარი უპრობლემო ჩამოსვლას ელის; თანამედროვე მასპინძელი კი ეფექტურ ოპერაციას იმსახურებს. ნახეთ, როგორ ამცირებს easycheckin.ge თქვენს ხარჯებს, აძლიერებს პერსონალს და აუმჯობესებს სტუმრის გამოცდილებას პირველივე დღიდან.

უფასო ცდის დაწყება