სასტუმროს ჩექინ სისტემა
easycheckin.ge სასტუმროს ჩექინ სისტემაა: სტუმარი რეგისტრაციას ჩამოსვლამდე საკუთარი ტელეფონიდან ან ლობის კიოსკზე გადის, მიღება კი ხედავს, ვინ დაასრულა და ვის სჭირდება დახმარება. ქაღალდის ფორმა, პასპორტის ასლი და რიგი მიღების მაგიდასთან აღარ გჭირდებათ.
რა არის ჩექინ სისტემა
ჩექინ სისტემა (ჩექინის სისტემა, check-in ან checkin სისტემა) პროგრამაა, რომელიც სტუმრის ჩამოსვლას აწესრიგებს: ვინ ჩამოდის, ვინ დარეგისტრირდა, ვის აქვს გადახდილი და ვის გადაეცა გასაღები. ჩვეულებრივ ამას მიღების თანამშრომელი ხელით აკეთებს, ქაღალდზე ან ცხრილში. easycheckin.ge-ში ამ საქმის უდიდეს ნაწილს სტუმარი თავად აკეთებს, ჩამოსვლამდე.
როგორ გადის სტუმარი ჩექინს
ყოველ ჯავშანს თავისი ჩექინის ბმული აქვს. სტუმარი ბმულს ან QR კოდს ტელეფონზე ხსნის, აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე, ქართულად, ინგლისურად ან რუსულად. კამერით ასკანერებს პასპორტს ან პირადობას, სისტემა მონაცემებს თავად ავსებს, სტუმარი ეკრანზე ხელს აწერს სარეგისტრაციო ბარათს და, თუ ონლაინ გადახდა ჩართული გაქვთ, იხდის დარჩენილ თანხას.
თანმხლები პირები საკუთარ დოკუმენტებს საკუთარი ტელეფონიდან ამატებენ. ასე დარეგისტრირებულია ოთახში მცხოვრები ყველა სტუმარი და არა მხოლოდ ის, ვინც დაჯავშნა.
ჯავშნები თავისით შემოდის
თუ PMS-ს ან არხების მენეჯერს იყენებთ, ჯავშნები easycheckin.ge-ში თავისით შემოდის, Booking.com-იდან, Airbnb-იდან თუ სხვა არხიდან. თუ ჯავშანი გაუქმდა, მისი ჩექინის ბმულიც უქმდება. თუ PMS არ გაქვთ, ჯავშანს ადმინ პანელში თავად ამატებთ.
მიღება ხედავს ყველაფერს ერთ დაფაზე
ადმინ პანელში ჩამოსვლების დაფა მოსალოდნელ სტუმრებს სამ სვეტად აჩვენებს: ვის სჭირდება ყურადღება, ვინ არის პროცესში და ვინ დაასრულა. თუ სტუმარი რომელიმე ნაბიჯზე გაჩერდა, ბარათზე ეს წერია, და თანამშრომელს შეუძლია ჩექინი მის მაგივრად, მიღებაზე დაასრულოს.
გასაღები და კიოსკი
თუ ჭკვიანი საკეტი გაქვთ, სტუმარი კარის კოდს ჩექინის შემდეგ ავტომატურად იღებს. თუ გასაღებს მიღებაზე გასცემთ, სტუმარმა იცის, სად მივიდეს. ლობის კიოსკზე იგივე ჩექინი ტელეფონის გარეშე გადის. კიოსკი დამატებითი მოდულია.
სტუმრების მონაცემები
დარეგისტრირებული სტუმრები ადმინ პანელში ერთ სიაში ინახება და სიას ფაილად ჩამოტვირთავთ. დოკუმენტები დაშიფრულად ინახება და თქვენ მიერ დაყენებული ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება. ბარათის მონაცემები ჩვენს სერვერებზე არ ხვდება.
როგორ დაიწყოთ
ანგარიშს თავად ქმნით და 30 დღე უფასოდ იყენებთ, ბარათის მიუთითებლად. ფასი ოთახების რაოდენობაზეა დამოკიდებული, სტუმრების გადახდებზე საკომისიოს არ ვიღებთ. თუ PMS-თან დაკავშირება ან კიოსკი გჭირდებათ, დაგვიკავშირდით და ერთად მოვაწყობთ.
წაიკითხეთ ასევე
დააბრუნეთ სტუმართმასპინძლობა წინა პლანზე
თანამედროვე სტუმარი უპრობლემო ჩამოსვლას ელის; თანამედროვე მასპინძელი კი ეფექტურ ოპერაციას იმსახურებს. ნახეთ, როგორ ამცირებს easycheckin.ge თქვენს ხარჯებს, აძლიერებს პერსონალს და აუმჯობესებს სტუმრის გამოცდილებას პირველივე დღიდან.
უფასო ცდის დაწყება